გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი

1-03-2021

ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს; ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი,"- განაცხადა პრემიერმა.