გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყაზახეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს

2-03-2021

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში ასკარ მამინი გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა ადასტურებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა არსებით წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ მდგრად განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის შემდგომშიც განაგრძობს წარმატებულად განვითარებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს კი - კეთილდღეობა და მშვიდობა", - აღნიშნულია მისალოც წერილში.