გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მერთან მიმდინარე თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალური პროგრამების შესახებ შეხვედრა გაიმართა

2-03-2021

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან, მის მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან.

ონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რამოდენიმე თვის წინ ონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე, რომელიც დღემდე ინტენსიურად ხორციელდება. ასევე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძეს ონის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის და მხარდაჭერისთვის.