გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ველური ვაზის დაცვის მიზნით დღეისთვის 70 ფორმაა მოძიებული

4-03-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშროლობით, აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“.

3 წლიანი პროექტის მიზანია ველური ვაზის გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ნარგაობის სრულყოფა, ფორმების რაოდენობის გაზრდა და მაქსიმალური დაცვა, ველური ვაზის ფორმების შესწავლა ამპელოგრაფიის, ფენოლოგიის, ენო-კარპოლოგიის, იმუნლოგიის, მევენახეობის და სხვა კვლევის მეთოდებით, უკეთესი ფორმების შერჩევა სელექციური პროგრამებისთვის და ველური ვაზის პოპულარიზაცია.

2 წლიანი სამუშაოები, პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ კავკასიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ონლაინ შეხვედრის დროს გააცნო. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კვლევების ფარგლებში უკვე მოძიებულია ველური ვაზის 70 ფორმა. 2020 წელს, საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ექსპედიციების ფარგლებში, მოძიებულია 13 მცენარე, 2021-ში კი 19. მიმდინარეობს ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. ამის პარალელურად, მეცნიერები ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს სწავლობენ, საკონტოლოდ კი საფერავი და კაბერნე სოვინიონი აქვთ აღებული.

აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზის და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას ვაზის ქართულს ჯიშებთან ერთად „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.

პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში ახორციელებს.