გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნათია თურნავა: პრემიერის დავალებით, უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან, კერძოდ, „ნამახვანი ჰესთან "დაკავშირებით და მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე გავმართოთ შეხვედრები მოსახლეობასთან

4-03-2021

„საქართველოს პრემიერ მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით, რომელიც, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ჩვენს მოსახლეობაში კითხვები ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან თუ სარგებელთან დაკავშირებით. ამიტომ მზად ვართ, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად კვირაში რამდენჯერმე გავმართოთ შეხვედრა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ასევე ექსპერტებთან, სხვადასხვა პლატფორმაზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უფრო მეტი საუბარი უნდა შედგეს იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებლობა მოაქვს, მათ შორის, „ნამახვანი ჰესს", რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს