გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი

4-03-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში განახორციელებს საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მომზადდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


„მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო". დღეს მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი, რომელიც უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტით, პირველ რიგში დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან. „რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგები მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ჩვენ ყველა წესის დაცვით ჩავატარებთ ტენდერს. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, და რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისა, ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული", - აღნიშნა მინისტრმა.