4-03-2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელი გზის მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
გზის კეთილმოწყობა სოფელ მეტეხის 9 აპრილის წყაროდან სოფელ ბარნაბიანთკარის ცენტრამდე ორი განშტოებით ხორციელდება. აღნიშნული გზა უმოკლესია თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის.
გზაზე ეწყობა რკინაბეტონის კივუეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები, საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები.
გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების სრული ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოები 2 ეტაპს მოიცავს - 2020 წელს შესრულდა 608 079 ლარის სამუშაოები, ხოლო 2021 წელს 491 438 ლარის. სამუშაოებს შპს „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში მისასვლელი გზების მოწყობას და ეს გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს არ ექნება კეთილმოწყობილი მისასვლელი - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.