გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელოფონო საუბარი შედგა

4-03-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომის საკითხს და საქართველოს რეფორმებს შეეხო. დავიდ სასოლიმ დადებითად შეაფასა ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დავიდ სასოლიმ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით პოლიტიკური დიალოგის განახლების საჭიროებას და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაძაბულობის შემცირებას შეძლებენ.