გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგი გრძელდება

5-03-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა დავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, მცხეთის საჯარო სკოლებში,მოსწავლეთა მაღალი დასწრების მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ახლა მთავარია, სტაბილურობის შესანარჩუნებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზედმიწევნით დაიცვან სამინისტროს რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, რამდენიმე სკოლამ სამინისტროს მხრიდან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით დამატებითი რეკომენდაციები მიიღო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურ რეჟიმში გრძელდება. ასევე მიმდინარეობს მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირება.