გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ

5-03-2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ.

განკარგულების თანახმად, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები შეძლებენ.

აღნიშნული რეგულაცია ასევე ვიზიტორებზე ვრცელდება, რომლებიც არიან - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების: ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ PCR-ტესტი ჩაიტარონ.