გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

6-03-2021

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის" დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც უკვე დაასრულა საქმიანობა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის" მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა 2021 წლის ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, დაახლოებით, 4,3% იქნება. ამასთან, აღინიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და შეინარჩუნოს სტაბილური ფისკალური პოლიტიკა.

ვიცე-პრემიერმა სსფ-ის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში.