20-03-2018
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 13-19 მარტს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხსა და ორსანტიაში 11 460 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები კი, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაეგზავნა.
რადიო "ათინათი"