გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ

6-03-2021

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შუა აზიის რეგიონის ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა საჰაერო სატრანსპორტო გზით მხოლოდ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით იქნება შესაძლებელი.
მათ საქართველოს საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, ასევე საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყონ PCR კვლევის ჩატარება.

„ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს - ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფრენებს, სადაც შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ რა რეჟიმით შემოდიან ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები - თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება," - განაცხადა ნათია თურნავამ.