გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ანზორ ჩუბინიძე: ჩემთვის გასაოცარი უტიფრობისა და აბსურდულობის ეს სიღრმეა

6-03-2021

ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩუბინიძის შეფასებით, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ  მიმართული მიზანმიმართული ქმედებაა.

„ჩემთვის გასაოცარი იყო საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება. ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია, როგორმე მოსდონ ჩირქი თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით, დასდონ მათ რაიმე ბრალი, თუნდაც აბსურდული“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.