გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

8-03-2021

ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.