გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

8-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლასა და ბიბლიოთეკაში სტუმრებს უმასპინძლეს და ქალბატონებს ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და მოადგილე ეკა მაისურაძე.

დავით ჩიკვაიძემ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება უსურვა.

პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და საკუთარი ლექსებით მიულოცა ქალბატონებს 8 მარტი.

სამხატვრო სკოლის მოსწავლემ ლუკა ლიჩელმა კი საკუთარი შემოქმედების გამოფენით გამოხატა პატივისცემა და სიყვარული და ამ ფორმით მიულოცა ყველა დედას, ბებიას, დას და ქალბატონს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული.