გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრი ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

9-03-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანია “ელბიტ”-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ასევე განხილულ იქნა საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები.