გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ვაქცინაციამდე, პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე

9-03-2021

„ვაქცინაციამდე, პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე. ყველამ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას ვაქცინაზე დროული წვდომა ჰქონდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება პირბადის ტარებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენ მივიღეთ ვაქცინაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ მომენტისთვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს წვდომა ვაქცინაზე, ვინაიდან, ეს, თავის მხრივ, არის დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების გახსნასთან და ეკონომიკის აღდგენასთან. მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ პირბადის გამოყენებას და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.