გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა დავითულიანი:ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით

9-03-2021

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა კომიტეტების სხდომა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრება ყველა მხარე და წარმომადგენელი .ნებისმიერ კითხვას გაეცემა პასუხი", - განაცხადა პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით" პარლამენტში შემოსული პეტიციის თაობაზე. დეპუტატის თქმით, საქართველოში უნდა აშენდეს ჰესები, ამასთან, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა დაკმაყოფილდეს 3 ძირითადი კრიტერიუმი.

„რა თქმა უნდა, საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ეს სამი მიმართულება თუ არ იქნა კარგად გააზრებული და დაცული, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არავინ აპირებს მოქმედებას.

ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა აშენდეს ჰესები და მივიღოთ ეკონომიკური სარგებელი. ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ვსვამ კითხვებს ყველა ფორმატში, ვიღებ ნაწილობრივ პასუხებს და ისეთ პასუხებსაც, რომელსაც არ ვიცნობდი და კომიტეტზე მყოფმა ბევრმა ადამიანმაც არ იცოდა, თუმცა მნიშვნელოვანია, სრულად ამოწურვა ყველა საკითხისა და ყველა საფრთხის. კომუნიკაციის არარსებობასთნ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა შენიშვნა და დაავალა მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს კომუნიკაცია გააქტიურდეს. მოხარული ვარ, რომ ეს კომუნიკაცია გააქტიურდა.

ალტერნატიულ ენერგიას რაც შეეხება, ალტერნატიული მას იმიტომ ჰქვია, რომ ის ძირითად ფინქციას ვერ შეასრულებს . ეს არის მხოლოდ დამხმარე საშუალება ჰესებისთვის. 2000 ჰა მიწა სჭირდება ნამოხვანჰესის მოცულობის ენერგიის გამომუშავებას, მაგალითად, მზის ენერგიის შემთხვევაში", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.