გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ეცადონ ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოძერწავენ

10-03-2021

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ რაც არ უნდა ეცადოს ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანს.

„მოიგონა რადიკალურმა ოპოზიციამ ასეთი ტერმინი - „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ყველა სიტყვაში ატრიალებენ ეს არის მთავარი მესიჯბოქსი, თუმცა ამ პროექტმა ეგრეთწოდებული გაყალბებული არჩევნების სახით არ გაამართლა. ეუთო/ოდერმაც ბოლოს სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გრემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და ასე შემდეგ.

ემოცია, რომ ვერ წამოიღო ამ გაყალბებულმა არჩევნებმა იმიტომ, რომ ტყუილი იყო, უკვე გამოიგონეს ახალი ნარატივი - „მელია პოლიტპატიმარი“ და აღმოჩნდა, რომ არც ამ ნარატივმა, არც ამ ცრუ კამპანიამ გაამართლა იმიტომ, რომ სამართლებრივი ლოგიკა სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც მელიას ქცევებს მოჰყვებოდა. მან სახელმწიფოს უთხრა, რომ არ მაინტერესებს სახელმწიფო, არ მაინტერესებს კანონი, თავად გავიდა კანონის ჩარჩოებიდან და თავად მიიღო გადაწვეტილება მისი დაკავების შესახებ, დაემორჩილა მიხეილ სააკაშვილის გეგმას და ნარატივს.

ამანაც ვერ აღაშფოთა საზოგადოება იმიტომ, რომ სიმართლე არ იყო მის მხარეს. ბოლოს, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო და ბოლოს, როდესაც უკვე იცოდნენ, რომ სხვა გზა არ ექნებოდათ უნდა დამსხდარიყნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს მაინც უწევთ, გამოიგონეს ახალი ნარატივი „მოძალადე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები და ამასაც არ უწერია პერსპექტივა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეცადნონ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ. არ გამოიძერწება ასეთი ნარატივი და ესეც, ეს მესამე მცდელობაც იქნება წარუმატებელი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.