გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სასმელი წყალი სოფელ აღაიანს

10-03-2021

სოფელ აღაიანში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოებს.

ამჟამად სოფელის ქუჩებში შიდა დაქსელვა და რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაობის ღირებულება 2 437 956 ლარია.

სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მერიის ერთერთი პრიორიტეტია. სოფელს კი წლებია სასმელი წყლის პრომლემა მუდმივად აწუხებდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა