გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სონღულაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

10-03-2021

ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დეტალურად მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე, რომლის შემუშავების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისობაში უნდა იყოს არსებულ რეალობასთან და მაქსიმალურად მორგებული იყოს სექტორზე, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის შემდგომი მდგრადი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი მუშაობა, სექტორის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა მომავალში მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Googleელფოსტაბეჭდვა