გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნატოს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

10-03-2021

ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) 5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნატოს მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისათვის (JTEC) სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოსა (NSPA) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს.

JTEC-ს ჯამში 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა JTEC-ის უზრუნველყოფასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. სატრანსპორტო საშუალებები თითოეულ ჯარისკაცს მოემსახურება და გაზრდის JTEC-ის ეფექტურობას და შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ნატოს მრჩეველთა ჯგუფი JTEC-ში.