გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს წარმოვაჩენთ

11-03-2021

მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ასევე - ნატო-ში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა.

„16 მარტს, მოგეხსენებათ, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.