გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთში ფაროსანამ ციტრუსის მოსავალი შეამცირა

21-11-2017

აფხაზეთში ციტრუსის მოსავლის აღება დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო მეურნეობის „სუბტროპიკის“ დირექტორმა ვიქტორ ტვანბამ, „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ მოსალოდნელი მოსავალი შედარებით მცირეა - 20 ათასი ჰექტარზე, დაახლოებით 100 ტონა. ამასთან, მისი თქმით, პლანტაციები აგროტექნიკის ყველა წესის დაცვით მუშავდება ქიმიკატებით და მავნე მწერებისგან მათი დაცვის თვალსაზრისით, სირთულეები არ არსებობს.

თუმცა, ტვანბამ არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მანდარინის 4 500 ძირიდან უმეტესობა უკვე 80 წლისაა. საჭიროა მათი განახლება, თუმცა, ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს. მისი განმარტებით, მოსავლის აღებაში ძირითადად, ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლები მონაწილეობენ. 1 ყუთ დაკრეფილ მანდარინში ისინი 100 რუბლს (5 ლარამდე) იღებენ.

„20 ტონა მანდარინი ავიღეთ. მათ ვაწყობთ მუყაოს ყუთებში წარწერით: „აფხაზეთის ციტრუსი“. საქონელი ძრითადად, რუსეთში გადის. არიან ადგილობრივი მეწარმეებიც, რომლებსაც რუსეთის კომპანიებთან აქვთ მოლაპარაკებები. 1 კგ მანდარინის ფასი 30 - 35 რუბლია. აფხაზურ მანდარინებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია რუსულ ბაზარზე“, – ამბობს ტვანბა.

გუმისტაში არსებული მეურნეობის არენდატორის გარიკ სააკიანის თქმით, მიმდინარე წელს მოსავალი შემცირებულია, 11 ჰექტარზე, დაახლოებით 40 ტონა მოვიდა. ამის მიზეზად ის ამინდს და მეტწილად, მავნებელი მწერის - აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალს ასახელებს. სააკიანიც ადასტურებს, რომ მანდარინის ხეების უმეტესობა დაბერებულია. თუმცა, ამ დროისათვის მის მეურენობაში 4 000 ათასი ახალი ძირია ჩაყრილი. მოსავლის აღებას მეწარმე ნოემბრის ბოლომდე გეგმავს.


წყარო: რადიო "ათინათი"