გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის

11-03-2021

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირების მორიგი ეტაპი გაიმართა და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ.

შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია.