გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტებში „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ცვლილებები შევიდა

11-03-2021

პროექტში „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება” სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრა წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 40%–ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 000 ლარისა.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრა პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 50%-ით და არა უმეტეს 500 000 ლარისა.

გარდა ამისა, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში,შესაძლებელი გახდა მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის და ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სესხები აღარ გაიცემა ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს საღვინე ვაზის, საქიშმიშე და სუფრის ყურძენის დაფინანსებას. აღნიშნული მიმართულებების განვითარების, მათ შორის, მიღება, გადამუშავება და რეალიზაცია, მხარდაჭერას სახელმწიფო სხვა პროექტებითა და პროგრამებით ახორციელებს.