გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

11-03-2021

მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აურელიუ ჩოკოი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში, მან ხაზი გაუსვა მოლდოვეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას.

„მოლდოვის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდგომ წინსვლას თავისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტებს მოქალაქეებისთვის.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მზადყოფნა ჩვენს მთავრობებს შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია მოლდოვეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და განმტკიცება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - აღნიშნავს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.