გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

11-03-2021

მიმდინარე წლის 11-12 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, პიტერ სიიარტო ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას.

პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორნდუმს მოეწერება ხელი.

ასევე, უნგრეთის კვლევების, განვითარების და ინოვაციების ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმებს უნგრული მხრიდან ხელს მოაწერს პიტერ სიიარტო,ხოლო ქართული მხრიდან განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.