გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა ყურადღება პროგრამების არჩევისას? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს

11-03-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. აბიტურიენტების ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ონლაინ ღია კარის დღეების დასრულების შემდეგ ქვეყნდება. ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა 2021 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესთან, ასევე მათ შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ამჯერად გურიასა და აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიაწოდეს.

ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის Microsoft Teams-ის პროგრამით 2020 წლის ნოემბრიდან იმართება. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათთვის, ვინც შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ამზადებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: www.naec.ge

ონლაინ შეხვედრა უკვე შედგა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან. ღია კარის დღეები ასევე ჩატარდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მეთორმეტეკლასელებთანაც.

როგორც ცენტრში აცხადებენ, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ღია კარის დღის კონკრეტული თარიღის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. დეტალური ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.