გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ეს ის კაცია, რუსეთს რომ აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? - მიხეილ სარჯველაძე პატრიკ დაუნის ინტერვიუზე

11-03-2021

„ეს ის კაცია ბოროტი ენები რომ ამბობენ, რომ რუსეთს აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთში მცხოვრები აშშ-ს მოქალაქის პატრიკ დაუნის ინტერვიუს, რომელიც გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა.

სარჯველაძის თქმით, ფილოსოფიაში არსებობს დაპირისპირებულთა და ერთიანობისა ბრძოლის კანონი და ყველაფერი ნათელია. „ეს ის კაცია ბოროტი ენები რომ ამბობენ, რომ რუსეთს აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და შესაბამისად, სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს? მაშინ აღარ ღირს ამაზე დისკუსიის და თემის გაგრძელება, მე მგონი ყველაფერი ცხადია. არსებობს დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი ფილოსოფიაში და მგონი ამით ყველაფერი ნათელია“ - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.