გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ აგრარული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას იძლევა

12-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა სასტიპენდიო პროგრამის „STIPENDIUM HUNGARICUM“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ მსურველებს, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს.

„STIPENDIUM HUNGARICUM“ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამა, უნგრეთის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნგრეთის მთავრობის მიერ 2013 წელს შემუშავდა. პროგრამით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 5000 საერთაშორისო სტუდენტი სარგებლობს.