გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბრიუსელში უნდა ჩავიტანოთ ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ

12-03-2021

ჩვენ, ორშაბათს მივემგზავრებით ბრიუსელში, სადაც ასოცირების საბჭო გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს, ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩვენ ბრიუსელში უნდა ჩავიტანოთ ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი გეგმა არის ამბიციური, რომ ქვეყანამ, 2024 წელს, ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მანამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს ძალიან მობილიზებული მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მართული და ჩვენ, ყველას ერთად, ძალიან დიდი ძალისხმევა გვმართებს", - განაცხადა პრემიერმა.