გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩაერთვებიან

12-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ ხელისუფლების მხრიდან ვინ იქნება ჩართული ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ვიცე-სპიკერი ბატონო კახა კუჭავა, ბატონი კობახიძე და ბატონი თალაკვაძე, ეს რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას," - განაცხადა პრემიერმა.