პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

12-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით თურქეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

საუბრისას, განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ერთობლივი რეგიონული პროექტები, საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარების და საიმედო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიისას შექმნილ გამოწვევებზე და აღინიშნა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით კვლავაც პრიორიტეტულია, ვინაიდან გლობალური პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.