გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ დიალოგი, რათა შეთანხმება რეალური შედეგით დასრულდეს და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს

12-03-2021

ჩვენ ვნახეთ ODIHR-ის ძალიან პოზიტიური ანგარიში ვნახეთ, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაჯამა არჩევნების შედეგები; მოგეხსენებათ, არჩევნები მიჩნეულია, როგორც კონკურენტუნარიან პირობებში ჩატარებული, თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის რაც იყო ხალხის დაკვეთა, რომ პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, საზოგადოებამ მალე უნდა იხილოს.

„ჩვენ გუშინ გავეცანით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) შეფასებას არჩევნებზე, რაც, მათი შეფასებით, იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი კონკურენტული და მშვიდობიანი. ეს კიდევ ერთი მკაფიო პასუხია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან იმ აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება რეალური შედეგით დასრულდეს და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს; ის, რაც იყო ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომ პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ყველამ ერთად უნდა ვიხილოთ ძალიან მალე და ამის იმედი გვაქვს ამ შეთანხმების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.