გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: 5 მილიონიანი ახალი ფონდი მოემსახურება არამარტო ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში მდებარე სოფლებს

12-03-2021

ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით - ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი იქნება 5 მილიონი ლარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა, „ნამახვანი ჰესის" მშენებლობის პერიოდში, მოხმარდება როგორც ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე სოფლებს, ასევე წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში არსებული სოფლების მოსახლეობას.

მინისტრის განმარტებით, რიონის ხეობის განვითარების ფონდის მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.