გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გომის მთაზე მაშველებმა სამი ადამიანი იპოვეს

13-03-2021

დაახლოებით 10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს.

უწყების ინფორმაციით,  მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შევიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.