გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში 1200-მდე მოსახლეს კანალიზაციის პრობლემა მოუწესრიგდება

21-03-2018

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 826 403 ლარი დაიხარჯება.

საბარგო სადგურის დასახლებაში წყალარინების სისტემა არ არსებობდა, რის გამოც, ტერიტორიაზე არ იყო დაცული სანიტარული ნორმები. მოსახლეობას პრობლემები განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში ექმნებოდა.

პროექტის ფარგლებში ეწყობა 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი. შედეგად აღმოიფხვრება სანიტარული დაბინძურების საფრთხე, და 1200-მდე ადგილობრივ მოსახლეს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

imedinews.ge