გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, 2021-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მუშავდება

14-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.

„სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს შეფასებული ის პერსპექტივები, საჭიროებები და მოლოდინები, რაც აღნიშნულ დარგში არსებობს. ვფიქრობ, ახალი სტრატეგია დაგვეხმარება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებების უფრო სწრაფი ტემპით განვითარებასა და იმ შესაძლებლობების შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს “, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OECD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმის დახვეწას და კორექტირებაზე.

ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, OECD-სა და GIZ-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი მმართველი საბჭოს და სამუშაო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.