გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ხანიშვილი: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს

15-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასთან და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, საიდანაც ხორბლის შესყიდვაა შესაძლებელი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხამარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა, 2020 წლის დეკემბრიდან, ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას ახდენს.