გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა იმნაძემ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

15-03-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო საჯაროდ გაიკეთა.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ვაქცინა არის უსაფრთხო და ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დასაბრუნებლად. მან განაცხადა, რომ ნორმალური ცხოვრების რიტმში დასაბრუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და კოლეგებსა და თანამოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენსქვეყანაში იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე მე მინდა, რომ ჩემს ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს მოვუწოდო, რომ იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში ეს ეხება რა თქმა უნდა ჩემს კოლეგებს. ხედავთ რომ გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში არ არის საშიში. პირველ დღეს 2000-ზე მეტი ჩემი კოლეგა იყო რეგისტრირებული უკვე აცრაზე. მოგეხსენებათ, რომ სამდღიანი რეგისტრაციის თარიღებია გახსნილი. ახლა ჩემი კოლეგა ქალბატონი თამრიკო გიორგაძე იცრება, რომელიც ასევე ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელია და გახსოვთ, რომ პირველი დარეგისტრირდა თამრიკო. თავს ვგრძნობ გადასარვად. მე ბევრჯერ ავცრილვარ ხოლმე ასე ვთქვათ საჩვენებლად. ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაში როცა დიფტერიის ეპიდემია იყო მახსოვს ორჯერ მომიწია სხვადასხვა ადგილას საჩვენებლად აცრა.

მედიას ვთხოვ, გამოიყენოთ ყველა ის მასალა, რომელიც არის ჩვენს ვებ - გვერდზე იმისათვის, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხეთ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.