გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენადაა საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის ერთგული

15-03-2021

ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად არის საქართველო ერთგული ევროპასთან ინტეგრაციის კურსისა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იქნება საუბარი.

„გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება სასაუბრო ეკონომიკურ ნაწილში, პირველ რიგში ეს არის შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ დღესაც გარკვეული საბორნე მარშრუტები გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად საკმარისი იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ვივაჭროთ ევროკავშირთან, რომელიც დღეს ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულება ეს არის უფრო სრული ათვისება ევროკავშირის ბაზრის ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით შეაღწიონ ევროკავშირში, ევროკავშირის ბაზარზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.