გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ბერაია: 15 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში

15-03-2021

15 მარტი ქართული არტილერიის დღედ აღინიშნება. დღევანდელი დღის აღსანიშნავად და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ირაკლი ბერაიამ ქართველ არტილერისტებს და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ქართველ არტილერისტებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავ ქართული არტილერიის დღეს. ჩვენ ასევე განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. 15 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა, არტილერისტებმა უკუ აგდეს რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი მასირებული შეტევა, სადაც ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ სეპარატისტული ბანდ ფორმირებები და დაქირავებული „ბოევიკები", არამედ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებიც. ქართულ არტილერიას მნიშვნელობანი როლი აკისრია ქვეყნის თავდაცვაში, ის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცით და ბრძოლისუნარიანობით. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს არტილერიას და წარმატებები ვუსურვო საქართველოს თავდაცვის ძალებს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე და სამხედრო ვეტერანები დაესწრნენ.