გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კორეის დედაქალაქში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი" ოფიციალურად გაიხსნა

15-03-2021

საქართველოს საელჩოს და კორეის ფონდის (Korea Foundation) ორგანიზებით, ქ. სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში ფოტოგამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი" ტარდება.

ქართული ღვინისა და მისი ისტორიის შესახებ მსგავსი მასშტაბის ექსპოზიცია კორეის რესპუბლიკაში პირველად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტოები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები. გამოფენა დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს საქართველოში ღვინის წარმოების 8 000-წლიან ტრადიციას, როგორც გალერეაში მისვლით, ასევე ონლაინ ფორმატში.