გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შატილის სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება

15-03-2021

შატილში, სკოლა-პანსიონის დამხმარე, ცალკე მდგომი შენობის ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან და სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლის შენობაში ყოფნა ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი სასადილოს შენობაში დღეს დილით გაჩნდა და იყო სკოლის ძირითად შენობაზე გავრცელების საფრთხე. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევის შედეგად სკოლის ძირითადი შენობის გადარჩენა მოხერხდა.

სკოლაში 5 მოსწავლე სწავლობს, აქედან პანსიონით სარგებლობს ორი. სკოლის 11 მასწავლებლიდან ნაწილი სასწავლო პროცესში დისტანციურად არის ჩართული.

შატილის სკოლა-პანსიონის შენობას სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში ჩაუტარდა, თუმცა იმავე წლის ოქტომბერში მთლიანად დაიწვა.

20 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა სოფელ შატილში მალევე დაიწყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. დაფინანსების წყარო მთის განვითარების ფონდია.