გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში ყოფილი პატიმარი ყოფილ მოსამართლეს სახლის წართმევაში ადანაშაულებს

21-11-2017

გულნარა ვაჩიბერაძე ყოფილ მოსამართლეს, პაატა ქობულაძეს საცხოვრებელი სახლის თაღლითურად მითვისებაში ადანაშულებს. ის ამბობს, რომ  მისი ციხეში ყოფნის დროს ქობულაძემ გააყალბა დოკუმენტები და მისი ხელმოწერის გარეშე სახლი გადაიფორმა. 
ამას კი წინ უძღოდა მასსა და ქობულაძეს შორის ოქროს ნივთების გამო დაწყებული დავა, რომელიც გულნარა ვაჩიბერაძემ ქობულაძის კუთვნილ ლომბარდში დააგირავა. მისივე თქმით, თანხის დაბრუნების და ნივთების გამოსყიდვის დროს, ქობულაძემ მას უთხრა, რომ ოქროს ნივთები სინამდვილეში დაბალი ხარისხის იყო და ის მოტყუებული დარჩა, რის გამოც, სასამართლოში თაღლითობის ბრალდებით ჩივილს აპირებდა.

ამის შემდეგ ყოფილმა მოსამართლემ სასამართლოში იჩივლა და გულნარა ვაჩიბერაძე 7 წლით ციხეში აღმოჩნდა. ციხიდან გამოსულს კი  საკუთარი სახლი სხვის სახელზე გადაფორმებული დახვდა.

გულნარა ვაჩიბერაძემ თამარ მეფის  ქუჩა N 54-ში, სახლთან, სადაც ახლა პაატა ქობულაძის შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილებმა სახლის აივანზე პლაკატები წარწერით: "SOS გვასახლებენ",  "დაგვიბრუნეთ სახლები" გააკრეს.

"გამოვედი ციხიდან და არაფერი არ დამხვდა. სხვის სახლში ვცხოვრობ. პაატა ქობულაძემ ჩემი ხელმოწერის გარეშე გაიტანა აუქციონზე ჩემი სახლი და თვითონვე შეიძინა. ჯერ კიდევ ციხეში მითვლიდა ხომ იცი მეგობრები მყავს, მაინც არაფერი გამოგივა და ყველფერი მე უნდა მომცეო. მისი მეგობარი პროკუროებით მემუქრებოდა. პირობას ვდებ, არავის ვაპატიებ ამას" ,- განაცხდა გულნარა ვაჩიბერაძემ.

გულნარა ვაჩიბერაძის სახლში, დღეს გამართული საპროტესტო აქციის მომენტშიც იმყოფებოდა ოჯახის ახლობელი, თუმცა, მან საუბარი არ ისურვა.

გულარა ვაჩიბერაძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა მეთოდით იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად.

ყოფილ პატიმარს ბინის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბროლა უკვე დაწყებული აქვს.

თამარ მეფის N 54-ში გამართულ საპროტესტო აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაცია "დაზარალებულთა ცენტრის" წარმომადგენლები შეუერთდნენ.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"