გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მერიის ინოვაციური ჰაბის წარმომადგენლები ლიუბლინში კონფერენციას ესწრებიან

21-03-2018

 პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ,,ქალაქები 2050“ გაიხსნა. მიმდინარე კონფერენციაზე ქალაქ რუსთავს, მერიის ინოვაციების ჰაბის წარმომადგენლები: რევაზ ბარბაქაძე და თამთა დოკვაძე წარადგენენ.

კონფერენციას ევროპის სხვადასხვა ქალაქების დელეგაციები ესწრებიან. შეხვედრის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეები საკუთარ პრეზენტაციებს წარადგენენ. პრეზენტაციის თემა ქალაქების გრძელვადიანი დაგეგმარება და ინოვაციური მენეჯმენტის დანერგვის პერსპექტივებია.

რუსთავის მერიის ინოვაციური ჰაბის წარმომადგენლების ვიზიტს პოლონეთში გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) აფინანსებს.