გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

15-03-2021

სამცხე-ჯავახეთის მხარეში დღეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ახალციხის კლინიკა „იმედში „შეუძლიათ.

ვაქცინაციის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილესთან დავით ლომიძესთან და ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად გაეცნო.

მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1400 დოზა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული და ვაქცინაცია ეტაპობრივად დაიწყება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
აცრა ნებაყოფლობითია!