გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის

16-03-2021

მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობას.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის, ასევე, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის", - წერს პრემიერ-მინისტრი.